მაღაზიის მენეჯერი კაჭრეთში
გურჯაანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
30 ივლ - 24 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე  კაჭრეთში. 

სამუშაო ადგილი: კაჭრეთი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 

 

ძირითადი მოვალეობები  :

  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა; 
  • პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების  და სხვა  ტიპის არსებული  დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა. 

 

უნარები: 

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მაღაზიის მენეჯერი-კაჭრეთი“.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 

გაყიდვები
ფილიალების ქსელი