დარბაზის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 750 - 850+ ბონუსი
  • ბაკალავრი
04 აგვ - 24 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 750-850₾ + ბონუსი

 

ძირითადი მოვალეობები

  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა
  • სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
  • საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
  • სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
  • სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

უნარები:

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

 


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „დარბაზის ადმინისტრატორი“ 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

გაყიდვები
ფილიალების ქსელი