სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
25 ივლ - 24 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, სახურავებისა და ფუნდამენტების ჰიდროიზოლაცია, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება. 

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას - სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ.ერისთავის 1ა. 

 

ძირითადი მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე  მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; 
  • Autocad და Archicad ცოდნა 

 

ძირითადი მოვალეობები:  

  • პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (მოცულობის, რაოდენობის, საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა და ა.შ); 
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება; 
  • განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და საბაზრო ფასებთან; 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა; 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; 
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 აგვისტო, 2022 წ. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! 

 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა