სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
25 ივლ - 24 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მეამა  აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. 

"მეამა" არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ დაკომპლექტებული გუნდის ხელმძღვანელობით. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ქარხნის ტერიტორიაზე პრობლემების დადგენა და მათი დაუყონებლივ მოგვარება 
  • სამუშაო ტექნიკის აღრიცხვა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა 
  • შენობის გათბობის ექსპლუატაცია და კონტროლი 
  • შენობის, პარკინგის და მიმდებარე ტერიტორიის მორეცხვა დასუფთავება 
  • შენობის  და სარწყავი სისტემის მოვლა პატრონობა 

  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მართვის მოწმობა Bკატეგორია 
  • ენერგიული და კომუნიკაბელური 
  • პუნქტუალური 
  • ორგანიზებული 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 

 

მეამა გთავაზობთ: 

  • გემრიელ და არომატულ ყავას 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კვებას 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (კონკურენტული ანაზღაურება + საკომუნიკაციო ხარჯები) 

  

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  სამეურნეო სამსაუხრის სპეციალისტი 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. 
 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება