ექაუნთ მენეჯერი / კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ფრანგული
25 ივლ - 24 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Icecat  აცხადებს ვაკანსაის ექაუნთ მენეჯერი/კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ICECAT- ის შესახებ 
Icecat NV არის მსოფლიოში ნომერ 1 პროდუქციის ინფორმაციის სინდიკატორი ონლაინ და ოფლაინ არხებისთვის. ჩვენ ვაწარმოებთ მილიონობით პროდუქტის ტექნიკური მონაცემების აღრიცხვას მსოფლიოს ყველა წამყვან ენაზე, რაც შემდგომში ვრცელდება მსოფლიო მაშტაბით გაყიდვებისა და მარკეტინგის სხვადასხვა არხების საშუალებით. 
უფრო მეტის გასაგებად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://icecat.com.
ჩვენ ვეძებთ პროექტის/კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი 
მომხმარებლების საქმის წარმოებასა და პროექტების მართვაში.
შემოგვიერთდეთ, თუ გიტაცებთ პრობლემების გადაჭრა და მომხმარებელზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. 

 

მოვალეობები: 

  • მიმდინარე პროექტების მართვა; 
  • საპროექტო გუნდების კოორდინაცია, სამუშაო დატვირთვის მართვა და რესურსების სწორი გადანაწილება პროექტის გუნდებს შორის; 
  • პროექტის ფარგლებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და პროექტის პრობლემების მართვა პოზიტიური შედეგის მიღწევამდე; 
  • რიორიტეტების განსაზღვრა და მიმდინარე პროექტების დროულად დასრულება; 
  • პროექტის სტატუსის, პრობლემებისა და რისკების დროულად გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის; 
  • პროდუქტის მფლობელისთვის, შიდა და გარე კომუნიკაციებში მესამე მხარეებთან ურთიერთობაში დახმარების გაწევა; 
  • პროექტის რეპორტების მომზადება, საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და წარმოება; 
  • პროექტის ვადების განსაზღვრა და პროექტისთვის აუცილებელი გრაფიკების წარმოება. 

 

აუცილებელი მოთხოვნა: ფრანგული ენის (სალაპარაკო და წერითი უნარები) Upper Intermediate დონეზე ფლობა.

 

სხვა მოთხოვნები: 

  • პროექტის მენეჯერად მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება; 
  • საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ტექნიკური დოკუმენტაციისა და მოთხოვნების შექმნის გამოცდილება
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარი; 
  • კონფლიქტური ინტერესების გარემოში საკითხის გადაჭრის უნარი და შეთანხმებული ინიციატივების შესრულების უზრუნველყოფა; 
  • ყოველთვის ორიენტირებული შედეგზე; 
  • დაგეგმვისა და პროექტის დროულად ჩაბარების უნარი; 
  • გუნდის მართვის უნარი; 
  • მაღალი თვითმოტივაცია და სხვების მოტივირების უნარი; 
  • ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის და კრიტიკული აზროვნება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა მისასალმებელია. 

 

ჩვენს რას გთავაზობთ: 

  • საერთაშორისო სპეციალისტებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს; 
  • მზარდ ანაზღაურებას 1600 ლარიდან; 
  • 6 თვიანი გამოსაცდელ პერიოდს, რომლის დროსაც მოხდება შერჩეული კანდიდატის დატრენინგება- კვალიფიკაციის ამაღლება; 
  • განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00 - 19:00, ონლაინ. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mariam.abramishvili@icecat.com

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი