წყალმომარაგება/ხანძარქრობის ინჟინერ-პროექტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
25 ივლ - 24 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„დეტრა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე, 

 

ვაკანსიის დასახელება: წყალმომარაგება, ხანძარქრობის ინჟინერ-პროექტანტი 

კომპანიის დასახელება:   შპს დეტრა 

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა: 22 ივლისი  / 22 აგვისტო 

დეტრა ჯგუფის საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს. 

კომპანია ახორციელებს, MEP პროექტირებას, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და საინჟინრო სისტემების სრული სერვისებით უზრუნველყოფას. 

ვთანამშრომლობთ მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა. 

 

წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრე და ხანძარქრობის სისტემების მიმართულებით: 

ძირითადი მოვალეობები:  

  •  ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების მომზადება მუშა ნახაზების სტადიაზე. 
  •  პროექტის მიხედვით სპეციფიკაციების (BOQ) მომზადება. 
  •  შესრულებული პროექტების ზედამხედველობა. 
  •  ობიექტებზე გეგმიური ვიზიტი, მონტაჟის დეტალების გავლა შემსრულებელ ჯგუფებთან. 
  •  პროექტების მენეჯერებთან მჭიდრო კომუნიკაცია. 
  •  საჭიროების შემთხვევაში “As built” ნახაზების მომზადება მოთხოვნის მიხედვით. 
  •  უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით (წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრე, ხანძარქრობის სისტემები); 
  •  AutoCad და AutoCad MEP პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; 
  •  (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). 
  •  კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა; 
  •  რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
  •  სამუშაო გამოცდილება: 3-5 წელი (აუცილებელი). 

 

 

საჭირო უნარები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • ოპერატიულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@detra.ge  მეილის სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

CV-ს დასახელებაში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი. 

ინჟინერია
სისტემური პროცესების ინჟინერი