აღმასრულებელი მენეჯერი (CEO)
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1800 - 1800
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
09 აგვ - 24 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ელექტრო პრუდიქციის დისტრიბუტორი კომპანია ლამპარი აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი მენეჯერის (CEO)  პოზიციაზე 

კომპანია ლამპარი დაფუძნდა 2022 წლის მარტში, ელექტრო-მექანიკური საინჟინრო კომპანია 2++ და პირველი ინფრასტრუქტურული ჰაბის SEKKEIPARK-ის მიერ. 

კომპანია ლამპარი შეიქმნა იმისთვის რომ მიაწოდოს მომხმარებელს (ელექტრიკოსებს, მშენებლებს, უსაფრთხოების, IT და ასე შემდეგ სპეციალისტებს მათვის საჭირო პროდუქცია და ინფორმაცია სრულად და მათვის იყოს კარგი მეგობარი. 

4 თვის განმავლობაში შეიქმნა ბიზნეს მოდელი, მოხდა პირველადი პროდუქციის განსაზღვრა და დაკომპლექტება, განისაზღვრა სადისტრიბუციო ქსელი, აღიჭურვა შოურუმი რაფაელ აგლაძის ქუჩაზე, შეიქმნა საიტის კონცეფცია (მზადების პროცესშია 21 აგვისტოს დასრულდება), სანამ CEO - შეირჩევა კიდე ბევრი რამე გაკეთდება, ზუსტად ეს ტემპი, ლამპარის განსხვავებული მიდგომა, არამატერიალური პროდუქტები და ჩვენი მომხმარებლის ფიდბექი გვარწმუნებს რომ კომპანია ლამპარს აქვს საერთაშორისო ბრენდის პერსპექტივა. 

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობთ ვიპოვოთ პირადპირ ისეთი მართველი მენეჯერი, რომელსაც გამოცდილება ექნება მართოს შოურუმი, სადისტრიბუციო ქსელი, გაყიდვები, საიტი, მარკეტინგი (2022 წელი),  

შემდგომ მოახდინოს ორგანიზება ახალი ფილიალების გახსნის (2023) 

გაიტანოს ლამპარი საზღვრებს გარეთ (2024)  და ამ პროცესებისთვის საჭირო ყველა სკილი და უნარი ქონდეს, მაშინ წამყვანი მსოფლიო ბრენდებიდან უნდა ვეძებოთ კანდიდატურა, რომელიც ჩვენთვის ამ ეტაპზე შეუძლებელია(ფინანსურად) და არც გვინდა რადგან ქართული სპეციფიკით გვინდა ლამპრის შენება. 

ჩვენ გვჯერა დასახულ მიზნებს ერთად უნდა მივაღწიოთ, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, ვიკამათოთ და შევქმნათ კიდე უფრო მშვენიერი ლამპარი 

აქედან გამომდინარე ვეძებთ ნიჭიერ, მიზანდასახულ, ლიდერ ადამიანს, რომლესაც არ ასვენებს ის შინაგანი გძნობა რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შექმნას. 

 

გასაუბრება ჩატარდება 3 ეტაპად  

  • CV | გუგლის ფორმის შევსება
  • გუგლის ფორმის შევსება | ონლაინ გასაუბრება (უფრო ღმად ლამპრის გაცნობა)
  • პირადად გასაუბრება, 2 ტესტი, 1 დავალების შესრულება (მთლიანი ლამპრის სტრატეგიის, ბრენდის კონცეფციის გაცნობა) 

 

Საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • Სამუშაო გამოცდილება მენეჯრის პოზიციაზე მინ 2 წელი
  • ინგლისური B2

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწრაფი ანალიზის და აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობს უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრატეგიული აზროვნება;

 

ბენეფიტები:

  • ფიქსირებული ხელფასი (ამ ეტაპზე ბიუჯეტში გათვალისწინებულია მაქსიმუმ 1800 ლარი ხელზე, ყველანაირ სხვა დარიცხვას დამატებით გადავიხდით ბიუჯეტში და საპენსიო ფონდში)
  • ბონუსი კომპანიის ნავაჭრიდან გამომდინარე პირდაპირ მიბმული ფიქსირებული
  • კვება, დაზღვევა.
  • Სრული დაუფლების შემდგომ კომპანიის %
  • Მუდმივი განვითარება


Ჩვენი მხრიდან გარანტიას გაძლევთ, რომ შენი შრომა იქნება მუდმივად დაფასებული, გეპატიჟებით არა თანამშრომლად არამედ გუნდის წევრად, გვინდა მაგარი ბრენდი შევქმნათ რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს დათესავს და გვჭირდება დახმარება. 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV საიტის მეშვეობით, სათაური CEO და შეავსეთ პირველი გუგლის ფორმა https://forms.gle/2tYpVvnNncGcH6NH7

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: elsugeorgia@gmail.com

Facebook გვერდები:

https://www.facebook.com/lampari1  ლამპარი

https://www.facebook.com/sekkeipark სეკე პარკი

https://www.facebook.com/2plusplus 2++ 

TOP მენეჯმენტი
აღმასრულებელი დირექტორი(CEO)