ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
25 ივლ - 16 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 „ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე. 

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.  

 

 „ნუტრიმაქსი“  აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

 

  • კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/ 
  • Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax 
  • პოზიცია:   ბუღალტერი 
  • საწარმოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლევან ღოღობერიძის 67ბ (ზემო ფონიჭალა). 
  • უშუალოდ ექვემდებარება: მთავარ ბუღალტერს 
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 დან 17:30 საათამდე. 
  • დამატებითი სარგებელი: კვება, დაზღვევა. 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით. 
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ფლობა. 
  • ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 
  • ინგლისური ენის ფლობა. 
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 

 

უპირატესობად ჩაითვლება: 

  • Microsoft Dynamics NAV (ნავიჟენი) სისტემაში მუშაობის ან სხვა ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება. 
  • ACCA ან მსგავსი კვალიფიკაციის ფლობა. 
  • წარმოების სფეროში გამოცდილება. 
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ყიდვა/ჩამოწერასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, შესაბამისი აქტების მომზადება. 
  • რეგულარულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა. 
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება. 
  • შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება/დადასტურება. 
  • საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა. 
  • წარმომადგენლობითი, სამივლინებო, საიჯარო, კომუნალური, მომსახურებებისა და სხვა ტიპის ხარჯების პროგრამაში დროული ასახვა. 
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვარტალური და წლიური ფორმების შევსება. 
  • შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა, სხვა შიდა კონტროლის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით,  მისამართზე: hr@nutrimax.ge  hr@agrotrading.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბუღალტერი“; 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
York Holding Group
თბილისი