წარმოების ცვლის უფროსი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • ერთ წელზე ნაკლები
25 ივლ - 24 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კავკასფექი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე  რუსთავში.

 

სამუშაო გარემო:

  • სამუშაო დღეები - ცვლების მიხედვით
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვებით უზრულვეყოფა.

 

 ძირითადი მოვალეობები: 

  • წარმოების პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი;
  • გუნდის წევრებს შორის ჯანსაღი და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა.
  • წარმოების პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • გეგმების შესრულების კონტროლი;
  • პირველადი საანგარიშგებო დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • საჭირო დამხმარე მასალების შეკვეთის განსაზღვრა;
  • წარმოების ეფექტური მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
  • თანამშრომლების  დისციპლინის და სამუშაოს ხარისხის შეფასება;
  • პერსონალის მხრიდან უსაფრთხოების, ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის მოთხოვნა;
  • საწარმოო მეთოდოლოგიების  აღსრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • წარმოების ნედლეულის რაოდენობრივი კონტროლი;
  • წარმოებული  პროდუქციის აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • წარმოების გუნდის დაკომპლექტების პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა;
  • თანამშრომელთა სამუშაო და შესვენების დროის გაკონტროლება;
  • წარმოებული პროდუქციის ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დროული კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან;
  • უშაულო ხელმძღვანელის მითითებების და დავალებების აღსრულების უზრუნველყოფა.

 

უნარ-ჩვევები, პიროვნული მახასიათებლები და ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ტექნიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • თანამშრომლებისათვის მოტივაციისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
  • სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ცვლებში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მისამართზე hr@caucaspack.com .

 

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა