კონტაქტ ცენტრის ხარისხის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გერმანული,ინგლისური
22 ივლ - 21 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ და გამავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად "სი ემ იქს სოლუშენს"-ი აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ხარისხის მენეჯერი​ს პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გარე კლიენტებთან ურთიერთობა. შიდა დაინტერესებულ პირებთან, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ მიმართვებზე და კითხვებზე რეაგირება.
  • ხარისხთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი, დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა.
  • ხარისხის გუნდის კოორდინაცია და ხარისხობრივი ინდიკატორების მიღწევის უზრუნველყოფა
  • მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტის წარმოება, ანალიზი. ხარისხის გაუმჯებესების გზების ძიება და შეთავაზება.
  • კონტაქტ ცენტრის ოპერატორების შერჩევის პროცესში მონაწილეობა
  • გუნდის მართვა, მოტივაცია. თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა.
  • ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალიტებისთვის ამოცანების კოორდინაცია და განაწილება
  • ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით უკუკაცშირი თანამშრომლებთან. რეგულარული პრეზენტაციების მომზადება.
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების მართვა. მათ შორის  სატრენინგო მასალების მომზადება.
  • კომპეტენციის ფარგლებში, ამოცანის შესასრულებლად მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • გერმანული ენის მაღალ დონეზე ფლობა, როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით;
  • ინგლისური ენიც ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო
  • მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პრობლემების გადაჭრის უნარი
  • ორგანიზებულობა

 

სამუშაო საათები:

       ორშაბათი-პარასკევი, მოქნილი სამუშაო საათები 08:00-18:00 CET შუალედში.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV გერმანულ, ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com

აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენს"-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.

წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი