მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1100 - 1100
  • 3 - 5 წლამდე
  • მართვის მოწმობაD
21 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. არის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI), ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) და მორტონის არბორეტუმის წევრი.  

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.  

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. 

სამუშაო გრაფიკი:

სრული (40 სამუშაო საათი კვირაში) 

ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 

შესვენება 13:00-14:00 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1 

ანაზღაურება: 1100 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)* 

*დარიცხულ თანამდებობრივ სარგო არ ითვალისწინებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. 

 

სამუშაოს ზოგადი აღწერა 

  • უსაფრთხოდ და მაღალი პროფესიონალიზმით მასზედ მინდობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა; 
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის რეგულარული მოვლა; 
  • გზებზე არსებული მდგომარების, ხელმისაწვდომი მარშრუტებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ყველა არსებული ინფორმაციის ფლობა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • D  კატეგორიის მართვის მოწმობა; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 

 

ჩვენ გთავაზობთ 

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს; 

 

შერჩევის მეთიოდები: 

  • სატელეფონო გასაუბრება; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება. 

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 21.08.2022 

*გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 

ავტო-მოტო სერვისი
მიკრო ავტობუსის/ავტობუსის მძღოლი