მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
31 ივლ - 20 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

თბილისი მედიკი მე-12 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

კომპანიის განაცხადია : „ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში“.

 ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.

ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.

ცხადდება ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტინგული სტრატეგიების შედგენა
  • ბრენდის სანდოობის ამაღლება არსებულ და პოტენციურ კლიენტებში;
  • კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა რეაქტიული არხებით ეფექტური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებით;
  • მარკეტინგული პროექტების ჭრილში არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და მათი ლოიალობის ამაღლება;
  • კომპანიის გეგმებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესისთვის ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა;
  • კატეგორიის დირექტორებისა და გაყიდვების გუნდებისგან მარკეტინგული საჭიროებების მოგროვება, შეხვედრაზე მათი განხილვა და განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება;
  • კომპანიის ივენთების/პრეზენტაციების და ფორმალური ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი პირების მხარდაჭერით;
  • კომპანიის ვიზუალური მახასიათებლების განვითარების იდეების გენერირება, შეხვედრაზე განხილვა, არგუმენტაცია და დამტკიცება;
  • მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
  • მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, კრეატიული სააგენტოები, სარეკლამოები) მოლაპარაკებების წარმოება;
  • ბრენდის რეპუტაციის, ცნობადობისა და აღქმის მონიტორინგი საზოგადოებასა და სამიზნე სეგმნეტში, შედეგების ანალიზი და წარდგენა გაყიდვების ფორმატში

 

ძირითადი მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება;
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის  2 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგული სამუშაო  გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია სოციალური ქსელების და ვებ გვერდის მართვის გამოცდილება;
  • სასურველია ციფრული გაყიდვების არხების პოპულარიზებაზე სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Word, Excel, Power Point, Adobe programs);
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

 

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ინიციატივიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი-ჩვევები;
  • კრეატიული აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე  - 09:30 – 18:00 სთ

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა

ანაზღაურება : შეთანხმებით


 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge  2022 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: „მარკეტინგის მენეჯერი“

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი