- სრული განაკვეთი
- 900 - 900


კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით.
პოზიცია: პოს-ტერმინალების კურიერი ქ.რუსთავში
ძირითადი მოვალეობა:
- საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
მოთხოვნები:
- გარკვეული ცოდნა IT სფეროში;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
- პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
- ახალი ცოდნისა და პაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი.
ანაზღაურება - 900 ლარი (+ მანქანის იჯარა)
კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:
- თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
- მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
- დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
- მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
- ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება. შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის
განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!