პრისეილერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
04 აგვ - 20 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 558395656

შპს „ჯიეს გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

მდებარეობა:    ბათუმი  

სფერო: დისტრიბუცია 

სამუშაო გრაფიკი:   სრული განაკვეთი 

ანაზღაურება:      ფიქსირებული + ბონუსი + მანქანის ცვეთის                            

ხარჯი (საკუთარის შემთხვევაში) + საწვავი 

 

შპს „ჯიეს გრუპი“ წარმოადგენს, სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც პარტნიორია შემდეგი ბრენდების: Panasonic (ელემენტები, ყურსასმენები); Papilon (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია);   Luch (საბავშვო და საოფისე კანცელარია);   New city (ერთჯერადები,  მანქანისა და ოთახის სუნები, სამზარეულოს მოვლის საშუალებები );  ჭურჭელი/კერამიკა; მიკროფიბრები და ა.შ. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კომპანიის მიერ წინასწარ შედგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება; 
  • ახალი სარეალიზაციო ობიექტების/წერტილების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება; 
  • ობიექტების მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი გრაფიკისა და წესების შესაბამისად; 
  • ობიექტზე პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი; 
  • ინვენტარის განთავსების ორგანიზება ქსელში, არსებულის მდგომარეობის კონტროლი და მათ გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა; 
  • შეკვეთების გაკეთება შესაბამისი ობიექტის მენეჯერთან შეთანხმებით; 
  • დაგეგმილი გაყიდვების შესრულების კონტროლი და ანალიზი ყველა ეტაპზე; 
  • დაგეგმილი აქციების შეთავაზება/გაცნობა მაღაზიებისთვის; 
  • დებიტორების რაოდენობისა და თანხის ოდენობის კონტროლი; 
  • ვალების ამოღება და თანხის შემოტანა კომპანიის ანგარიშზე ან/და სალაროში ყოველდღიურად; 
  • დისტრიბუტორთან კომუნიკაცია და ზედამხედველობა პროდუქციის მიწოდებასა და ობიექტიდან თანხის აღებასთან დაკავშირებით; 
  •  აღმოჩენილ ხარვეზზე/პრობლემაზე ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება. 

 

სავალდებულო  მოთხოვნები: 

  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია); 
  • სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • სასურველია საკუთარი ავტომობილი 

 

პიროვნული უნარ ჩვევები: 

  • კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი 
  • შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი 
  • კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: jiandsigroup@gmail.com  ან დაგვიკაშირდეთ ნომერზე:+995  555803535// +995 558395656 

 

გაყიდვები
პრისელერი