გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებელი კომპანია „აგროლაბი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

 

  • პოტენციური კლიენტების მოძიება, კომუნიკაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, მათი მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება;
  • პოტენციურ კლიენტებთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატური განახლება;
  • სერვისის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროულად გაცვლის გზით;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა პარტნიორ კომპანიებთან;
  • კომპანიის და სერვისის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ფლობა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: 800 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-შაბათი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge  2022 წლის 10 აგვისტომდე.  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი