დამლაგებელი წიწამურის ფილიალში
მცხეთა, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 500
21 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0322 49 75 75

შპს "ვაკო მოტორსი"  2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 60-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს. 

 

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს: 

  • სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;  
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები; 
  • სატვირთო ავტომანქანის საბურავები;  
  • სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია. 
     

 კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს: 

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას (არდი);  
  • წელიწადში 24 ანაზღაურებად შვებულების დღეს;  
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს. 

 
შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე წიწამურის ფილიალში: 

 

სამუშაო ფუნქციები: 

  • ყოველდღიურად საოფისე ფართების დალაგება/დასუფთავება; 
  • ავეჯის (მაგიდები, კარადები, სკამები) და ტექნიკური აღჭურვილობის გაწმენდა; 
  • ჭურჭლის გარეცხვა; 
  • სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;  
  • შესაბამისი საშუალებების (ქაღალდები, საპონი) შევსების უზრუნველყოფა;  
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები: 

  • პრეზენტაბელური, ორგანიზებული, პუნქტუალური; 
  • თავაზიანი და პასუხისმგებლიანი.  

 

პირობები:  

  • გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათი დღის ჩათვლით, 09:30 – 13:00 სთ.   
  • ანაზღაურება: 500 ლარი.   

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 49 75 75 (444) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ელ. ფოსტაზე - hr@vakomotors.ge და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. 

 

დასუფთავება
დამლაგებელი