მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 750 - 800
31 ივლ - 20 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს ფილიალებში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე


ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 750 - 800 ლარი;
  • ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
  • თვეში მხოლოდ 10 სამუშაო ცვლას (24 სთ 3 დღეში ერთხელ);
  • კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.
     


გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,მოლარე-კონსულტანტი ვაკე-საბურთალოს ფილიალებში’’.

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/vgdYdsh4kwQZHs3UA

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


გისურვებთ წარმატებას!

 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე