არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
31 ივლ - 20 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://nikorasupermarket.ge

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  მომწოდებლების მოძიება როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზარზე, მათთან მოლაპარაკების წარმოება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება, კომპანიის ინტერესების დაცვით;
  •  როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოური ბაზრიდან პროდუქციის შესყიდვის სრული პროცესის კოორდინირება, მართვა და კონტროლი;
  •  შესყიდვის პროცედურისათვის ყველა საჭირო და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  •  საფასო პოლიტიკის ანალიზი, ფასთა შედარება/მუდმივი მონიტორინგი;
  •  მომწოდებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლური ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  •  მოძიებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  • იმპორტისა და შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  სასურველია, ტენდერის ორგანიზების მიმართულებით გამოცდილება;
  •  რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • სასურველია თურქული ენის ცოდნა;
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, MS Excel-ის ცოდნა;

 

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

 

გახდი ჩვენი გუნდის წევრი! გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "არაკომერციული შესყიდვების მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?
მსგავსი განცხადებები
თბილისი