დამფასოებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
21 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". 
 
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.  
 

"PepsiCo"  უკვე ზედიზედ მეხუთხე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში. 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს დამფასოებლის თანამდებობაზე.  

 

სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა), რძის პროდუქტების წარმოების ქარხანა 

დასაქმების ტიპი: დროებითი (3 - 6 თვე) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ცალკეული შეფუთული პროდუქციის მათი სახეობიდან გამომდინარე შესაბამის ყუთებში მოთავსება და გადადება პალეტზე 
  • სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაში შენახვა. 
  • დაფასოების უბანზე გენერალურ დალაგებებსა და სანიტარულ დღეებში მონაწილეობის მიღება. 
  • ცვლებში მუშაობა (დღის და ღამის) 

 

კანდიდატის პროფილი: 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობა 

 

რას გთავაზობთ?  

  • კონკურენტული ანაზღაურება - 800 ლარი  
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი) 
  • კვება 

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი