რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
04 აგვ - 20 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმროთა ქსელი "NEXT GROUP HOTELS" აცხადებს ვაკანსიას ბათუმშირეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
 

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური.

 

მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება
  • ჯავშნების სისტემაში შეტანა
  • სტუმრების გაწერა, ანგარიშსწორება
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი
  • სასტუმროში არსებული სერვისების სტუმრებისთვის შეთავაზება
  • სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
  • ცვლებში მუშაობა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო გარემოში მუშაობას
  • მეგობრულ კოლექტივს
  • სტაბილურ ხელფასს
  • პროფესიულ ზრდას

 

პირობები:

  • სამუშაო განრიგი 3 დღეში 1 ხელ 24 საათიანი ცვლა. თვეში 10 ცვლა. ანაზღაურება 600 ლარი (ხელზე ასაღები).



დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით. ელ. ფოსტის მისამართზე fo.nextorange@nextgroup.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადმინისტრაცია
რეცეფციონისტი
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)