- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- მართვის მოწმობაB


კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით.
კომპანია "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
პოზიცია: ტექნიკოსი
ქალაქი: თბილისი
მოვალეობები:
- ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
- ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
- პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება.
მოთხოვნები:
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- მართვის მოწმობა;
- ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად.
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:
- თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
- მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
- დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
- მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
- ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.
ანაზღაურება- შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.
შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!