დისტრიბუტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
05 აგვ - 20 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადისტრიბუციო კომპანია შპს „ორიენტი“   22 წელია, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ის არის  საბავშო სეგმენტში ერთ ერთ ლიდერი  და ორიენტირებულია მომხმარებელზე, უახლესი იმპორტული პროდუქცის დისტრიბუციით საქართველოში, ისეთი საერთაშორისო ბრენდისა როგორიცაა BEBETO. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.  

კომპანია  აცხადებს ვაკანსიას  დისტრიბუტორის(დასტავკა)  პოზიციაზე თბილისში. 

  

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: 

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; 
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს; 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს; 
  • ანაზღაურებად შვებულებას 

 

მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება 
  • დახასიათება წინა სამსახურიდან 
  • ცნობა ნასამართლეობაზე 
  • ცნობა ნარკოლოგიურიდან   
  • ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია. 
  • კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილს, საწვავს და პროდუქციას, ამისთვის თანამშრომლის მხრიდან უნდა დაფიქსირდეს:  
  • აუცილებელი პირობა: უძრავი ქონებით უზრუნველყოფა(არასასოფლო დანიშნულების) რომლის ღირებულებაც უნდა იყოს მინიმუმ 20000 ლარი, ან ასევე შესაძლებელია ავტომობილის უზრუნველყოფითაც, რომელიც უნდა იყვეს დაზღვეული და რომლის  ღირებულებაც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 15000  ლარს. 

 

მოვალეობები: 

  • მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი 
  • უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით 
  • ყოველდღიურად წარმოადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ 
  • სამუშაო დღის ბოლოს ობიექტიდან ამოღებული თანხის სალაროში შეტანა; 
  • მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი. 
  • დისტრიბუტორის(დასტავკა) ანაზღაურება: 1000-1500 ლარამდე 
  • ფიქსირებულ ანაღაურებას დამატებული გადატვირთვებთან მიბმული ბონუსი                            

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის  ჩათვლით,  დასვენების დღე შაბათი-კვირა. 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: r.mamaladze@orientltd.ge

 

გაყიდვები
დისტრიბუცია