- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
- რუსული


კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (www.bs2.ge ), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში“ბს/2 ჯორჯია“ წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.
თბილისი
პოზიცია: POS განყოფილების კოორდინატორის ასისტენტი
ძირითადი მოვალეობა:
- შემოსული დავალებების დახარისხება და განაწილება ტექნიკოსებზე;
- შესრულებული დავალებების შემოწმება/კონტროლი;
- კლიენტებთან კომუნიკაცია;
- სხვადასხვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება
მოთხოვნები:
- გარკვეული ცოდნა IT სფეროში;
- სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად;
- ახალი ცოდნისა და პაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი.
ანაზღაურება - კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ
- თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
- მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას, სატელეფონო საუბრის ულიმიტო პაკეტს;
- მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
- ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.
შპს „ბს/2 ჯორჯიას“, მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!