მიმტანი/შეფ-მზარეული
თბილისი
  • სრული განაკვეთი
21 ივლ - 20 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მრავალფუნქციურ კომპლექს KING DAVID-ში არსებული რესტორანი KD META RESTAURANT აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

 

მიმტანი

 

პროფესიული მოვალეობები:

  • იღებს შეკვეთებს სტუმრებისგან და უზრუნველყოფს შეკვეთების დროულ მიწოდებას;
  • მომხმარებლებს აწოდებს ინფორმაციას ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • სტუმრებს განუმარტავს, თუ როგორ მზადდება მენიუს სხვადასხვა ელემენტები;
  • ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ახდენს მათ გამოსწორებას;
  • ამზადებს მაგიდას და ჭურჭელს;
  • აცილებს სტუმრებს მათ მაგიდებთან;
  • ამზადებს ჩეკებს, რომლებშიც მოცემულია საკვების საერთო ხარჯები და დამატებითი გადასახადები;
  • სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ინფორმაციას აწოდებს ზემდგომს.

 

პიროვნული თვისებები:

  • თავაზიანი
  • გაწონასწორებული
  • სტუმართმოყვარე
  • პასუხისმგებლიანი
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

 

სამუშაო პირობები სრულიად შეესაბამება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სხვა დეტალები განიხილება უშუალოდ კანდიდატთან.

 

გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნეთ მეილზე: FB@kdr.ge და  სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

 

შეფ-მზარეული

 

პროფესიული მოვალეობები:

  • მოამზადოს მენიუში არსებული კერძები
  • სრულად დაიცვას რეცეპტის თანმიმდევრობა და სტანდარტები
  • გააკონტროლოს თითოეული კერძის ხარისხი
  • იზრუნოს კერძის პრეზენტაბელურობაზე
  • სწორად მართოს სამზარეულოს მარაგები და შესყიდვები
  • უზრუნველყოს სამზარეულოს თანამშრომლების კოორდინირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნეთ მეილზე: Fb@kdr.ge და  სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი,
შეფ-მზარეული
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი