გაყიდვების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 1200 - 1800+ ბონუსი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- რუსული,ინგლისური
21 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
"ფენიქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
განყოფილება: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანგარიშვალდებული: დეპარტამენტის უფროსი
ბიზნეს ამოცანა:გაყიდვების სტიმულირება და მაქსიმალური შედეგის მიღწევა.
სამუშაო აღწერა
ძირითადი ფუნქციები
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არსებული, ასევე დასრულებული პროექტების შესახებ;
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება, კონკრეტული შეთავაზების მომზადება, გადახდის პირობების/სხვა დეტალების გაცნობა და პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
- უკვე ჩატარებული შეხვედრების საკუთარ ბაზაში ჩანიშვნა, ადგილზე გავლილი დეტალების შესახებ მეილის გაგზავნა/სატელეფონო კომუნიკაცია და პროცესის კონტროლი;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციული მეილების გაგზავნა (მათ შორის შერჩეული ბინების გათვლები გადახდის სასურველი პირობებით);
- Facebook-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე და მეილზე შემოსული ლიდების CRM-სისტემაში გადაყვანა, პოტენციურ კლიენტებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი/გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება და ბაზაში ასახვა;
- კომპანიის მომხმარებელთა ბაზის დამუშავება (ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვის მიზნით არსებული ბაზების მუდმივი განახლება/ახალი ბაზების წარმოება);
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება (end to end process)
- გაყიდვების ანგარიშგების/ანალიზის წარმოება და მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული ზემდგომი პირებისთვის იწოდება
- განახლებული პროექტებისთვის გათვლების აწყობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად
- საიტზე/პრეზენტაციასა თუ სხვა მასალებში არსებული ტექსტების კონტროლი და სწორი თარგმანი საჭიროების შემთხვევაში;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა
- უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით).
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- საბაზისო კვალიფიკაცია: გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმოება, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.
- უნარები: გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პროცესებისა და დროის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cmo@phoenix.ge
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი