კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
31 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „BAD BEAR“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე: 

 

პირობები: 

  • ადგილმდებარეობა : თბილისი 
  • შერჩევის ფორმა : გასაუბრება  

 

სამუშაო განაკვეთი: 

  • სრული 
  • სამუშაო გრაფიკი- ცვლები 8 საათიანი ცვლა (1 სთ შესვენება ) 
  • დასვენების დღეები: 2 კვირაში 3 დასვენების დღე 
  • ანაზღაურება: 
  • ფიქსირებული + საბონუსე სისტემა 

 

 

ფუნქციები და  პასუხისმგებლობები: 

  • მაღაზიაში არსენული სტანდარტების მიხედვით მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა  
  • პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა 
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა 
  • ყოველდღიურ პროცესებში ჩართულობა 

 

 

მოთხოვნები და უნარ ჩვევები 

  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა , რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა  
  • კომუნიკაბელურობა 

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს,  დამსაქმებლის მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, დამსაქმებლის შესაბამისს სამსახურსს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად  განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ დამსაქმებელს გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით დამსაქმებელი არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ,  მათ შორის, დამსაქმებელი არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ ფოსტაზე vacancy@badbear.ge , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესბისათვის! 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი