მაღაზიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
31 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზია BAD BEAR, რომელიც დაარსდა თურქეთში და წელს უკვე უერთდება ქართულ ბაზარს აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა პოზიციებზე.

ჩვენ ვეძებთ შედეგებზე ორიენტირებულ, საცალო სფეროში გამოცდილ თანამშრომლებს, რომლებიც თავისი გამოცდილებით შეუწყობენ ხელს ბრენდს განვითარებას და წარმატებულ მოღვაწეობას.

თუ ხართ მიზანდასახული, განვითარებაზე ორიენტირებული, გუნდური მოთამაშე, გიყვართ მომხმარებლებთან ურთუერთობა არ უშინდებით პასუხისმგებლობებს, მაშინ ეს ვაკანსიები თქვენთვის არის.

ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „BAD BEAR“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

 

პირობები:

  • ადგილმდებარეობა : თბილისი
  • შერჩევის ფორმა : გასაუბრება

 

სამუშაო განაკვეთი:სრული

სამუშაო გრაფიკი- ცვლები 8 საათიანი ცვლა (1 სთ შესვენება )

დასვენების დღეები: 2 კვირაში 3 დასვენების დღე

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

 

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

  • მაღაზიის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
  • სალაროს ნაშთების კონტროლი
  • მაღაზიის ვიზუალური მდგომარეობის შენარჩუნების მონიტორინგი დადგენილი სავაჭრო სტანდარტების მიხედვით
  • ეფექტური დაგეგმვა, დელეგირება და კოორდინაცია
  • პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი
  • ნაშთების კონტროლი

 

მოთხოვნები და უნარ ჩვევები

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ან შესაბამის სფეროში
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონებზე
  • საცალო გაყიდვების მენეჯერის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ძლიერი წამყვანი და ლიდერული უნარები

 

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს, დამსაქმებლის მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, დამსაქმებლის შესაბამისს სამსახურსს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება. ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ დამსაქმებელს გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით დამსაქმებელი არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ, მათ შორის, დამსაქმებელი არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ ფოსტაზე vacancy@badbear.ge , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესბისათვის!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი