IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების უმცროსი ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 2000
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 ივლ - 19 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას IT და ტელეკომუნიკაციის სისტემების უმცროსი ინჟინრის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 05/08/2022

ექვემდებარება: IT და ტელეკომუნიკაციის გუნდის ხელმძღვანელს

დაქვემდებარებაში ჰყავს: არ ჰყავს დაქვემდებარებული

თანამდებობის ზოგადი მიზანია: IT და კომუნიკაციის სისტემების დიზაინი, ინსტალაცია, პროგრამირება, გაშვება, სერთიფიცირება და მომსახურება

 

ფუნქცია-მოვალეობები

  •  ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების პროექტის შემუშავება, იმპლემენტაციის დაგეგმვა და შემდგომი ინტეგრაცია გუნდთან ერთად;
  •  ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების პროდუქტებისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა გუნდთან ერთად;
  •  დამკვეთთან ტექნიკური საკითხების დაზუსტება;
  •  მწარმოებლებთან ურთიერთობა ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად;
  •  მსგავს სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  •  გუნდური მუშაობის უნარი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  •  ქსელური, საკომუნიკაციო და სატელეფონო გადაწყვეტილებების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  •  ქსელური პასიური ინფრასტრუქტურის ცოდნა;
  •  მოწინავე მწარმოებლების ქსელური, საკომუნიკაციო ან უსაფრთხოების მოწყობილობებთან სამუშაო გამოცდილება (Cisco, HP/Aruba, Juniper FortiGate ან სხვა);
  •  Windows Server-ის საბაზისო ცოდნა.
  •  Linux/Unix სისტემების საბაზისო ცოდნა.
  •  VoIP პროტოკოლების საბაზისო ცოდნა.
  •  ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
  •  მწარმოებელთა სპეციალური ტრეინინგები ან სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობა.

 

სამუშაო პირობები

  •  ანაზღაურების დიაპაზონი: 1000-დან 2000 ლარამდე (დამოკიდებული იქნება კანდიდატის ცოდნაზე, გამოცდიელბაზე და მოტივაციაზე)
  •  ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
  •  სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
  •  სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7;
  •  ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.
  •  მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  •  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას - ტრენინგებს კომპანიის ხარჯზე;

 

 

 

შეზღუდვები: კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად, კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი.

 

დასაქმებულის უფლებები:

  • შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

 

საბუთების მიღება:

  • თუ ფიქრობთ , რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება

 

შენიშვნა:

  • დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი,
ტელეკომუნიკაციების მართვა