ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
20 ივლ - 16 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 „ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე. 

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.  

 

კომპანია “ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე: 

 

მოვალეობები: 

  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ყიდვა/ჩამოწერასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება და შესაბამისი აქტების მომზადება 
  • შემოსავლების სამსახურის საიტზე მიღებული ა/ფ დადასტურება; 
  • სალიზინგო ოპერაციების აღრიცხვა; 
  • საიჯარო ხარჯების ყოველთვიური დარიცხვა პროგრამულად; 
  • წარმომადგენლობითი ხარჯების გატარება პროგრამულად; 
  • მივლინების ოპერაციების გატარება, გაანგრიშებების შესაბამისი აქტების მომზადება; 
  • დეკლარაციების შევსებაში მონაწილეობის მიღება; 
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა; 
  • საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება; 
     

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; 
  • საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; 
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება  ბუღალტრის პოზიციაზე; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა); 
  • ინგლისური ან რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

 

დამატებითი დეტალები: 

  • სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა; 
  • სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ, 09:30- 17:30; 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით,  მისამართზე: hr@nutrimax.gemailto:hr@agrotrading.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბუღალტერი“; 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
York Holding Group
თბილისი