საცალო ქსელის განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
20 ივლ - 16 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულებაა ფერმერთა უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვებით. 

კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, რომელშიც დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი (ISO 22000). 

კომპანია “ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე: 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პასუხისმგებელია საცალო ქსელში ყოველთვიური გეგმების შესრულებაზე. 
  • პასუხისმგებელია სადილერო/სადისტრიბუციო არხებით საცალო გაყიდვების ყოველთვიური გეგმების შესრულებაზე და გაყიდვების ზრდაზე ამ მიმართულებით. 
  • დილერებისა და გაყიდვების საცალო წერტილების კონტროლი და მართვა 
  • მომხმარებლებთან ეფექტური სერვისის, კომუნიკაციისა და პოზიტიური ურთიერთობის განვითარებაზე ზრუნვა  
  • საქართველოს მასშტაბით გეოგრაფიულად პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდა და უზრუნველყოფა. 
  • საცალო გაყიდვებისათვის საჭირო მარკეტინგული აქტივობების ინიცირება  სათაო ოფისისთან და აღსრულებაში მონაწილეობა 
  • რეგიონში საცალო პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა და შესაბამისი ახალი პროდუქტების ინიცირება ორგანიზაციაში 
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან; 

 

დამატებითი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება -  ბიზნესის ან აგრარული მიმართულებით 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია excel) 
  • ინგლისური ენის ცოდნა ( მინ: B2 დონე) და რუსული ენის  (მინ: B2 დონე) ცოდნა 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • კრეატიული, ანალიტიკური და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული; 
  • განვითარებული მათემატიკური უნარები; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 

 

რას გთავაზობთ?   

  • კარიერულ განვითარებას 
  • კვებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი 

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით,  მისამართზე: hr@nutrimax.ge mailto:hr@agrotrading.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საცალო ქსელის განვითარების მენეჯერი; 

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი