იმერეთის რეგიონში მონიტორინგის თანამშრომელი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1000
- ბაკალავრი
21 ივლ - 19 აგვ
სტანდარტი
საცალო გაყიდვების სუპერმარკეტების ქსელი „ექსპრეს ქსელი“ აცხადებს ვაკანსიას ზესტაფონში ან ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალების საოპერაციო სტანდარტების მიხედვით პროცესების მართვის კონტროლი და მონიტორინგი;
- საოპერაციო დეპარტამენტის გამართულად უზრუნველყოფის მიზნით სუპერმარკეტის ობიექტებისთვის სამუშაო პროცედურების შემუშავება და დანერგვის უზრუნველყოფა;
- ფილიალებში არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით გეგმური ვიზიტების განხორციელება (მივლინება) და შემუშავებული ჩეკლისტის შესაბამისად შემოწმება;
- მომსახურების კორპოტრატიული სტანდარტების მიხედვით პერსონალის მუშაობის კონტროლი და მონიტორინგი;
- ფილიალებში პლანოგრამების (პროდუქციის თაროზე განთავსების) სტანდარტის დაცვის მონიტორინგი;
- სალაროს და სწრაფი გადახდის აპარატების მუშაობის მონიტორინგი სტანდარტების შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში, აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების მოკვლევა ხელმძღვანელის მხრიდან შერჩეულ პოზიციებზე;
- მაღაზიის ინვენტარიზაციის გეგმის პერიოდული ანალიზი და ვადების მონიტორინგი;
- მაღაზიის ადმინისტრაციისთვის დაგეგმილი ცვლილებებისა თუ სიახლეების შესახებ დროულად და ეფექტიანად ინფორმაციის მიწოდება;
- ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისთვის მომზადების პროცესში შესაბამისი ჩართულობა;
- დადგენილი პერიოდულობით ობიექტების მენეჯერებისთვის კომპეტენციის ფარგლებში მაღაზიის ეფექტიანად მართვასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;
- დაქვემდებარებულ პერსონალთან პერიოდულად შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, ჩართულობის და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია კვების რითეილის მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Ms Excel-ის ცოდნა;
- სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
- სიტუაციური ანალიზის უნარი;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვისა და სწავლის უნარები;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
- დაკვირვებულობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელური
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 დან 18:00 საათამდე, შაბათს 09:00 დან 14:00 საათამდე.
ანაზღაურება 1000 ლარიდან (ზრდის პერსპექტივით)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: Hr.Info@expresschain.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
გაყიდვები
ფილიალების ქსელი