სუპერვაიზერი
გორი, ახალციხე
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
30 ივლ - 19 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland  და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 33 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!  დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

 

კომპანია „ევროპროდუქტი“  აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ. გორი და ახალციხის რეგიონისთვის.    

  

სამუშაო განაკვეთი:  სრული

სამუშაო ადგილი: გორი, ახალციხის რეგიონი

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი. (ჯამში 3000 ლარი)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივ ბაზარზე;
  • დაქვემდებარებული ჯგუფის ეფექტური მართვა, ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, გეგმის შესრულებისა და მუშაობის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • ვადაგადაცილებული ვალების ყოველდღიური კონტროლი, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სთორჩექებზე გასვლა, შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა;
  • ახალი ობიექტების მოძიება;

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მიზანდასახულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
  • დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;

 

კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: Hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „სუპერვაიზერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 

„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

გისურვებთ წარმატებას!


 

გაყიდვები
სუპერვაიზერი