საწარმოს ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
20 ივლ - 19 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577210005

თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული, გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქამდე გიმუშავია საწყობის მენეჯერის პოზიციაზე, მაშინ მეგადორსში ზუსტად შენნაირ ადამიანს ვეძებთ საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

„მეგადორსი“ ქართული კომპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხიანი, უსაფრთხო, ინოვაციურ და ინდივიდუალურ დიზაინზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა კარების და კომბინირებული ავეჯის პროდუქცია გახადოს ხელმისაწვდომი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბაზრისთვის. კომპანია ბაზრის ლიდერია ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის, ინტერიერის და ექსტერიერის, ცეცხლგამძლე და ხმაგაუმტარი კარების წარმოებაში და მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ახალ და ინოვაციურ, მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქციას. 

 

 

საწარმოს ხელმძღვანელის მოვალეობები: 

  • წარმოების პროცესის ორგანიზება და გეგმის შედგენა 
  • პროდუქციის ვადებში წარმოება და ხარისხის კონტროლი 
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა  
  • გუნდის მართვა და საწარმო პროცესების გაცნობა 
  • ახალი პროდუქციის ინიცირება 
  • წარმოების საწყობის აღწერის ორგანიზება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel) 
  • სასურველია: უმაღლესი ტექნიკური განათლება 

 

ამ პოზიციაზე მუშაობისთვის დაგჭირდება: 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • გუნდურობა 

 

ჩვენთან თანამშრომლობით: 

  • გახდები ზრდადი, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გუნდის წევრი, სადაც შენს ხედვებს და ინიციატივებს დააფასებენ; 
  • გექნება სხვა წამახალისებელი ბენეფიტები სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით. 

 

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით  

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@megadoors.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577 210 005. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი