უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
20 ივლ - 19 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე! 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • დაინტერესებული პირებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (პროდუქტისა და მისი მახასითებლების გაცნობა); 
  • დაინტერესებულ პირებთან ერთად ობიექტის დათვალიერება; 
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა; 
  • რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება; 
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება; 
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა; 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@prospect.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.  

 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
უძრავი ქონება