საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ქართლის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
ახალციხე, თელავი, რუსთავი, გორი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული,ინგლისური
30 ივლ - 18 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას KAM-ის (Key Account Manager) საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოციზიაზე ქართლის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • გააკონტროლოს კომპანიის მიერ დამტკიცებული გაყიდვების გეგმების განხორციელება საკვანძო კლიენტებისთვის საპრომოციო პროდუქტებთან მიმერთებაში;  
  • განახორციელოს დამტკიცებული ვიზიტების და შეხვედრების გეგმა; 
  • თვალი ადევნოს სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას; 
  • გააკონტროლოს საკვანძო კლიენტების მხრიდან გაყიდვების დროული რეპორტინგი; 
  • განახორციელოს მოლაპარაკებები მისთვის განსაზღვრულ რეგიონში საკვანძო კლიენტებთან კომპანიის პროდუქტების მარკეტინგული პოზიციონირების კუთხით;  
  • აწარმოოს ჩანაწერები ყველა სავაჭრო ობიექტის შესახებ (ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, მათი მოთხოვნები და განვითარების პერსპექტივები); 
  • მოამზადოს კომპანიის პროდუქტების შესახებ პრეზენტაციები საკვანძო კლიენტებისთვის; 
  • გააფორმოს საჭირო დოკუმენტები და გააკონტროლოს შეთანხმებული პირობების განხორციელება  საკვანძო კლიენტებთან მიმართებაში. 

 

მოთხოვნები: 

  • KAM-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;  
  • ქართული ენის სრულყოფილად, რუსული ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა; (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;  
  • CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 
  • ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვების და ხელშეწყობის ტექნიკების ცოდნა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის უნარი; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება. 

 

გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მეილზე: info@sopharma.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და რეგიონი (KAM Kartli, KAM Kakheti, KAM Samtskhe-Javakheti) წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.  

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
სამედიცინო
ფარმაცია
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი