ოპერაციების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
30 ივლ - 18 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოციზიაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის საბითუმო ვაჭრობის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • კომპანიის პროდუქციის მარაგების მონიტორინგი დისტრიბუტორთა საწყობებსა და აფთიაქებში, ანალიზი და კომპანიის მხრიდან სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ჯაჭვის კონტროლი;
  • გაყიდვების და ნაშთების რეპორტების მომზადება;
  • გადახდების კონტროლი;
  • მარაგების კონტროლი და წარმოებაში დროული შეკვეთა;
  • საბაჟო საწყობის ოპერაციების განხორციელება ლოკალურ პროგრამაში, დოკუმენტაციის მომზადება დასაწყობების, იმპორტის ან/და ტრანზიტისთვის.
  • გადამზიდავ კომპანიებთან ურთიერთობა ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისთვის;
  • საბაჟო დეკლარაციების კონტროლი (რაოდენობა, წონები, ვადები);
  • ფინანსური ანგარიშების კონტროლი და ინტერპრეტაცია;
  • ბუღალტრულ აუთსორსულ კომპანიასთან ურთიერთობა და მათი მონიტორინგი;
  • საოფისე ოპერაციების მოგვარება, ვენდორებთან ურთიერთობა.
  • დოკუმენტაციის წარმოება და მათი ვადების და პირობების შესრულების კონტროლი.

 

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფინანსური ანგარიშების გაგების უნარი;
  • საბაჟო საწყობთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;  
  • ქართული ენის სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;

 

გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მეილზე: info@sopharma.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ოპერაციების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

სამედიცინო
ფარმაცევტ/პროვიზორი
მსგავსი განცხადებები