- სრული განაკვეთი


ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე
ასპ-გრუპი-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- აწარმოოს კომპანიის სარეალიზაციო/სასაწყობე ობიექტების რევიზია;
- წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განახორციელოს ობიექტების მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია;
- აწარმოოს ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია/მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2022 წლის 19 აგვისტომდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!