მოლარე-ოპერატორი
- სრული განაკვეთი
- 600 - 600+ ბონუსი
- ინგლისური,რუსული
19 ივლ - დღეს
სტანდარტი


საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-ოპერატორის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თვალჭრელიძის #2 (ისთ ფოინთი)
ფუნქცია/მოვალეობები:
- დილით სალაროს დათვლა;
- სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;
- ნივთის გადაცვლის შემთხვევაში პროგრამასთან მუშაობა;
- დაბრუნებულ და გაუქმებულ ქვითრებზე აქტის შედგენა;
- საღამოს სალაროს დახურვა;
- ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
- სამუშაო საათები: სრული განაკვეთით.
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე მონაცვლეობით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:hr@wishlist.ge
გაყიდვები
მოლარე