საცალო გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900
  • ინგლისური,რუსული
19 ივლ - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას „საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. 

 

  სამუშაო ადგილი: თბილისი 

ადგილმდებარეობა: თვალჭრელიძის #2 (ისთ ფოინთში)

 
ფუნქცია/მოვალეობები: 

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; 
  • სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება; 
  • ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება. 

 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

 
სამუშაო პირობები: 

  • ანაზღაურება: საშუალოდ 900 ლარი. 
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში; 
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში. 



თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge 

გთხოვთ, “subject”-ის  გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საცალო გაყიდვების სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!


გისურვებთ წარმატებებს!

 

გაყიდვები
საცალო კლიენტთა მომსახურება