- სრული განაკვეთი
- 500 - 600+ ბონუსი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული


ფარმაცევტული კომპანია „ფარმაცევტული სახლი +“ 2007 წლიდან ფუნქციონირებს.
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.
ფარმაცევტული სახლი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 500-600 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- თაროების პროდუქციით შევსება;
- პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების დაკვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი შეცვლა.
- პროდუქციის ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული, ორგანიზებული;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კორპორატიულ დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია.
განაცხადები ფოტოს გარეშე არ განიხილება!
კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.