სადისტრიბუციო მანქანის მძღოლი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • ერთ წელზე ნაკლები
  • მართვის მოწმობაB
28 ივლ - 17 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ („ბრითიშ ამერიქენ თობაქო”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც მრავალი წელია დამკვიდრებულია ბაზარზე და მუდმივად ვითარდება.

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ აცხადებს ვაკანსიას სადისტრიბუციო მანქანის მძღოლის თანამდებობაზე:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

დასვენების დღე: კვირა

სამუშაო საათები: 08:00 – 17:00

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, ჭირნახულის ქ., N2

კონტრაქტის ხანგრძლივობა: 18 თვე

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციით დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტზე შეკვეთის მიღება, გამზადება და ობიექტში შეტანა;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ახალი ობიექტების მოძიება;
  • სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა.

 

საკვალიფიკაიცო მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკა (სავალდებულოა);
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • თბილისის ქუჩების ცოდნა.

 

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოტივირებულობა;
  • შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
  • სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, ტრეინინგებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე HR@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ „სადისტრიბუციო მანქანის მძღოლი” ან შეავსეთ აპლიკაცია https://forms.gle/t6UAEUYo7Bm8474g7

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს სს „თ&რ დისტრიბუშენის“ მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სს "თ&რ დისტრიბუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება.  ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ სს "თ&რ დისტრიბუშენს" გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები: www.trd.ge LinkedIn Facebook

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
დისტრიბუცია