დისტრიბუტორი/რეზერვი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
28 ივლ - 17 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „თ&რ დისტრიბუშენ“ აცხადებს ვაკანსიას რეზერვი დისტრიბუტორის თანამდებობაზე:

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

დასვენების დღე: კვირა

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ., N2

ანაზღაურება: 700 ₾ + ბონუსი რეალიზაციის მიხედვით

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება;
  • არსებულ და პოტენციური კლიენტებთან კონტაქტის დამყარება, მოლაპარაკება და შეკვეთის მიღება;
  • არსებული სავაჭრო წერტილების ოპტიმალური ათვისებისა და პარტნიორი ობიექტების მაჩვენებლის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის დროულად მიწოდების კონტროლი;
  • კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, კლიენტების პროდუქციით დაინტერესება;
  • გაყიდვების მაჩვენებლის მუდმივი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • კლიენტებისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების თანხების ამოღების კონტროლი, უშუალოდ თანხების ამოღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სადისტრიბუციო ქსელის აწყობა;
  • პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტზე შეკვეთის მიღება, გამზადება და ობიექტში შეტანა;
  • ახალი ობიექტების მოძიება;
  • სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია, მექანიკა).

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
  • სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, ტრეინინგებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე HR@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ „რეზერვი დისტრიბუტორი - თბილისი” ან შეავსეთ აპლიკაცია:  https://forms.gle/t6UAEUYo7Bm8474g7

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს სს „თ&რ დისტრიბუშენის“ მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სს "თ&რ დისტრიბუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება.  ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ სს "თ&რ დისტრიბუშენს" გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები: www.trd.ge LinkedIn Facebook

 

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
დისტრიბუცია