- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას დამწყები საოპერაციო განყოფილების ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომლიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.
1c პროგრამას შეგასწავლით ადგილზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების რეალიზაციაში გადატანა.
- შეკვეთის გაფორმება.
- უკან დაბრუნება.
- შემოსავლების გვერდზე( RS.GE-ზე ) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვა/კორექტირება.
- ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი.
- Microsoft Office-ში მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილება სტუდენტებიც;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
- ყურადღებიანი, პრეზენტაბელური, დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშობის უნარი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი : 09:00 სთ-დან 18:30 სთ. შაბათ-კვირა დასვენება, შესვენება დღეში 1 საათი.
მუშაობის დაწყების პირველი თვე 450 ლარი, მეორე თვიდან 600 ლარი.
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
თხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!