- სრული განაკვეთი
- 750 - 2700+ ბონუსი
- ინგლისური,რუსული


"Universal Transit" წარმოადგენს ამერიკული ლოჯისტიკის ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტვირთების (ავტომობილების) გადაზიდვა (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე - განხორციელებული გადაზიდვის 100% მონიტორინგით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 16:00-01:00
სახელფასო ანაზღაურება:
- პირველი თვე (ანაზღაურებადი ტრენინგი): 750-1200 ლარი + ბონუსი (დამოკიდებულია შედეგზე, 240-400 ლარი)
- მეორე თვე: 1050-1800 ლარი + ბონუსი (დამოკიდებულია შედეგზე, 900-1100 ლარი)
- მესამე თვე: 1500-2700 ლარი + ბონუსი (დამოკიდებულია შედეგზე, 1400 - 1600 ლარი)
შენიშვნა: როგორც ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი, ასევე ბონუსი დამოკიდებულია დისპეტჩერის პროფესიონალიზმზე. გაითვალისწინეთ: ანაზღაურების ზედა ზღვარი არ არსებობს!
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- ამერიკის ტერიტორიაზე არსებული ტვირთების მოძიება სპეციალური Load board-ებიდან;
- ტვირთთან დაკავშირებით შუამავალ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- შეკვეთების აღება (შესაბამისი Load board-ებიდან, ტელეფონით, e-mail-ით);
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ტვირთის კონტროლი და გადაზიდვის პროცესის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Outlook).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის ადგილზე შესწავლას;
- ანაზღაურებად ტრენინგებს;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- თანამედროვე სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@universaltransit.us და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დისპეტჩერი".