შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
15 ივლ - 14 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე

 

მოვალეობები:

  •  ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას.
  •  დირექტივებსა და კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი, კომპანიაში მათი დროულად და ეფექტურად დანერგვა
  •  ყველა თანამშრომელთან, კონტრაქტორთან და ვიზიტორთან მუშაობა, უსაფრთხოების ყველა პოლიტიკის, პროცედურისა და რეგულაციის სრულად დაცვის მუდმივად უზრუნველსაყოფად მთელს მთელს კომპანიაში
  •  პოტენციური დარღვევების წინასწარი გამოვლენა და პრევენცია
  •  ყველა ინციდენტის სათანადო გამოკვლევისა და ანგარიშში ასახვის უზრუნველყოფა
  •  ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, შევსება, კონტროლი
  •  დასაქმებულთა სწავლება და მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.
  •  მის საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება
  •  სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების დაცვის ვალიდური სერთიფიკატი
  •  საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  •  ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
  •  შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  პრეზენტაციის კარგი უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი და ლიდერის თვისებები
  •  კრიტიკული ვადების დაცვის უნარი
  •  მოქნილობა და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარი
  •  კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის და მოთხოვნების დაცვის უნარი
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

 

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com

გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადები მიიღება 2022 წლის 15 აგვისტომდე

 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული

წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი