მზარეული
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900
14 ივლ - 13 აგვ
ვიპ
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

სწრაფი კვება „ბარბარესგან“ გუნდი თბილ  და გულიან ადამიანებს  ეძებს, რომლებსაც გასტრონომია უყვართ და მზარეულის პროფესია მათთვის საინტერესო გამოწვევაა.

მნიშვნელოვანია იცოდე პროდუქტების ცოდნა და გქონდეს ცოდნის გაზიარების და მიღების სურვილი,

ორგანიზაცის კულტურის პატივისცემა და მონდომება.

შეიძლება ბევრი რამე არ იცოდე და ამასთანავე მოისმინო და ისწავლო ჩვენთან ერთად დგომით და მალე  დავალება დამოუკიდებლად შეასრულო.

 

პროდუქტი ასეთია:

ჩვენმა კომპანიამ  შექმნა ახალი ქართული სწრაფი  პროდუქტი  ღომის ბურგერები და მჭადის სენდვიჩები ქართული გემოებით.

ის ყველა კერძი რაც ქართულ სუფრაზეა ერთ ლუკმად შეიკრა და სწრაფად მომზადდა. ასეთია მჭადი ყველით, ღომი ქათმით და ა.შ..

დიდ დროს ვუთმობთ პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მომზადებას, იმისთვის, რომ კერძი გემრიელი და ხარისხიანი ავაწყოთ  თითოელი სოუსი, აჯიკა და ნახევარფაბრიკატი ადგილზე მზადდება და ჩვენი შექმნილია.

როცა საქმე სიყვარულით კეთდება სტუმრებიც თბილად გვაფასებენ და მადლობას გვიხდიან. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია და საქმის უფრო კარგად კეთების მოტივაცია.

პროდუქტის გემო, ხარისხი უნაკლოა.

შენი ხელმძღვანელი საკმაოდ მზრუნველი და აქტიური მრავალშვილიანი ოჯახია, გუნდი, რომელიც ქმნის ახალ გასტრონომიულ გამოცდილებებს ბაზარზე.

არ შეუძლია ესე ჰაერზე მიატოვოს ოჯახის წევრი, რადგან მათთვის “ბარბარესგან“ შვილივით არის და გვჯერა  რომჩვენ პროდუქტს მსოფლიო გასტონომიის წამყავან ლიდერთა სიაში ვიხილავთ, როგორიც არის მაღალი მიმართულების რესტორანი „ბარბარესთან“ . ის მოხვედრილია მსიფლიო50 საუკეთეს რესტოტნის ჩამონათვალში, როგორც must visit plase in Georgia. ამიტომ შეგიძლია გვერდში გეგულებოდეს.

გამოწვევად ღირს და ამ ყველაფერს მარტივად აითვისებ, მე გპირდები;

ანაზღაურება?

საწყის ეტაპზე 900 ლარი ზრდის პერსპექტივით ,2 დღე მუშაობ 2 დღე ისვენებ გააჩნია შენს მონდომებას.

მთავარი რასაც ჩვენ დავეძებთ ანთებული თვალები და შიგნიდან მომავალი სითბოა, რომელიც ყველა ჩენგანშია, თუ ძალით არ შევაკავეთ.

 

მოეშვი, ბევრი არ იფიქრო, ეს არ არის გამოცდა, არაფერს კარგავ. გულით დაწერე ის, რასაც ფიქრობ. იცოდე, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ, წარმატება!

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ მითითებულ ბმულს: https://forms.gle/djmcMhMfxAWucdaR6

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული