სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე, ქუთაისში.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ფუნქცია - მოვალეობები:
- პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია ბრენდის/აქტივობის შესახებ;
- სავაჭრო ობიექტზე საპრომოციო პროდუქტის სწორად განთავსება;
- თაროზე მარკეტინგული მასალების განთავსება ;
- უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტი გაყიდვების და კონკურენტების აქტივობების შესახებ.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
- სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
მოთხოვნები:
- გაყიდვის ტექნიკის ცოდნა
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- პრეზენტაციის კარგი უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელური
- ენერგიული
- პასუხისმგებლიანი
- გუნდური მუშაობის უნარი
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
სარეკლამო აგენტი