მათემატიკის სწავლებისა და შეფასების ეფექტიანი მეთოდები
ბათუმი
14 ივლ - 13 აგვ
სტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"  გიწვევთ ქალაქ ბათუმში უფასო ტრენინგზე - „მათემატიკის სწავლებისა და შეფასების ეფექტიანი მეთოდები“ - ტრენერი დაჩი ნანობაშვილი

 

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

 „პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ.

 „პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/

 

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს, გიწვევთ უფასო ტრენინგზე - „მათემატიკის სწავლებისა და შეფასების ეფექტიანი მეთოდები“.

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ბმულზე 15 ივლისის ჩათვლით: https://go.schoolprogress.ge/MathTraining2022

ტრენერი: დაჩი ნანობაშვილი- მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის დამფუძნებელი, საოლიმპიადო ამოცანათა 20-მდე კრებულის ავტორი, მათემატიკის ფესტივალის დამფუძნებელი და ტელექსკოლის “I-IV” კლასების მათემატიკის მასწავლებელი.

 

თარიღი: 16-17-18 ივლისი

ხანგრძლივობა: 12 აკადემიური საათი

ადგილი: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის #11ა

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგისთვის შეირჩევა 24 კანდიდატი.

 

 ტრენინგზე განხილული იქნება:

  • განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების თავისებურებები;
  • ტესტების (მათ შორი კომპლექსური დავალებების) შედგენისა და მათი შედეგების ანალიზის ძირითადი პრინციპები;
  • მოსწავლეების მიერ, ინფორმაციის მიღება/დამუშავების მაქსიმალური ეფექტიანობისთვის საჭირო თანამედროვე სასკოლო რესურსები;
  • მოსწავლეთა თვითშეფასების გავლენა მათ აკადემიურ შედეგებზე.

 

თითოეულ სამუშაო დღეს, ტრენინგის მონაწილეებს საშუალება გექნებათ,  დაგეგმილი ვორქშოპის ფარგლებში მოახდინოთ მიღებული ცოდნის დემონსტრირება.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, ამაღლებული კვალიფიკაციის მეშვეობით, შეძლებთ მოსწავლეებს მისცეთ სწავლის დამატებითი მოტივაცია, გაამდიდროთ თქვენი დამხმარე სასწავლო რესურსები, უკეთ გაუმკლავდეთ თანამედროვე პედაგოგიურ გამოწვევებს.

სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

#ტრენინგი #სკოლაპროგრესი #Training #SchoolProgress

 

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს შესახებ: https://www.facebook.com/schoolprogressbatumi

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2022 წლის   15  ივლისი.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები