ლოჯისტიკის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
15 ივლ - 12 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 574 911 911
მისამართი: ფეიქრების 12.

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს „ლაზიერი“ მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP-Laminate), კორიანის (DuPont’s Corian®), ნეოლითის (TheSize’s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალი წევრს ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოო გრაფიკის შესაბამისად ნედლეულის გადაადგილება საწარმოში;
  • ტვირთის დაცლა და დასაწყობება;
  • საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
  • საწარმოს და საწყობის დალაგება, დასუფთავება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

თავდაპირველად ახალი თანამშრომლები, სამუშაოსთან შეთავსებით გაივლიან სასწავლო თეორიულ და პრაქტიკულ კურსს: ხის კომპოზიტებისგან შექმნილი ფილები (MDF, დსპ, დვპ და სხვ.), უძრავი და მოძრავი მექანიზმები, სამაგრები, სახარჯი მასალები, ლოჯისტიკისთვის საჭირო ოპერაციები და სხვ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: gburjanadze@lazieri.com

 

ან დაგვიკავშირდეთ:  +995 574 911 911 (გიორგი);
ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა