სისტემური ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
23 ივლ - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. 

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში   სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში. 
 
 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • სერვერული ინფრასტრუქტურის აპარატურული და პროგრამული ინსტალაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სარეზერვო კოპირებების დაგეგმვა, ადმინისტრირება/მართვა; 
  • სისტემური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, განახლება, ოპტიმიზაცია, კონფიგურირება და ადმინისტრირება; 
  • სერვერული ინფრასტრუქტურის უწყვეტად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ვირტუალიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Hyper-V, SCVMM, WSFC); 
  • Microsoft-ის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (AD, GPO, Exchange 2016, IIS-HA, MS SQL- SQL Always on, WSUS, WDS); 
  • Linux -ის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (CentOS, FreeBSD, Ubuntu) ჩაითვლება უპირატესობად; 
  • შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების პროცედურების და წესების ცოდნა; 
  • IP ტელეფონის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა; 
  • NAS, ISCSI ადმინისტრირება/მართვა; 
  • MS Certificats: 70-410 ან 70-411 ან 70-412, 70-345 ჩაითვლება უპირატესობად; 
  • აუცილებელია სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა  
  • 1c სერვისებთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად. 

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები 

  • პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა 

 
 

გრაფიკი/პირობები:  

  • გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა; 
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ; 
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 

 

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ  გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: ITJob@domino.com.ge   
 

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემური ადმინისტრატორი